საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული ოლქების სავარაუდო განაწილების შესახებ საუბრობს. კობახიძის ინფორმაციით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან 12 დასავლეთ საქართველოში იქნება, ხოლო 18 აღმოსავლეთ საქართველოში.
მთელი ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარული ოლქები რეგიონების მიხედვით კი შესაძლოა შემდეგნაირად გადანაწილდეს: აჭარა - 3, გურია - 1, სამეგრელო 3, რაჭა -ლეჩხუმი და სვანეთი - 1, იმერეთი - 4 , თბილისი - 7, შიდა ქართლი -2, კახეთი - 3, ქვემო ქართლი - 3, სამცხე- ჯავახეთი - 2, მცხეთა-მთიანეთი - 1