სახერხი საამქროებისთვის ახალი რეგულაციები 2017 წლის თებერვლიდან ამოქმედდება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები რეგიონებში სახერხი საამქროს მფლობელებს შეხვდნენ. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მრგვალი ხე-ტყის პირველადი გადამუშავების საამქროების მიერ ელექტრონულად, ონლაინ რეჟიმში სახერხ საამქროებში მიღებული მორის აღრიცხვა/გადამუშავების პროცესების მართვას, ორი ახალი - პროდუქტისა და ნარჩენის მოდული დაემატა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ცხელი ხაზის 153-ისა და ელექტრონული ფოსტა help@emoe.gov.ge -ის გამოყენებით, მეწარმეებს რეგულაციების ათვისებაში ხელს შეუწყობს.