„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები შესაძლოა, 10 აგვისტოს შემდეგ გაიფიცონ. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილის, ილია ლეჟავას განცხადებით შესაძლოა, გაფიცვაში მონაწილეობა რკინგზის 4800-მა თანამშრომელმა მიიღოს. მისივე თქმით, თანამშრომლები წლებია ხელფასების მატებას მოითხოვენ, თუმცა პირებს, რომელთა ხელფასიც 1000 ლარს არ აღემატება, მოთხოვნას „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაცია არ უკმაყოფილებს. ილია ლეჟავას ინფორმაციითვე, საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრომ მედიატორი დანიშნა, თუმცა რკინიგზის ადმნისტრაციამ მედიაციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რაც კანონდარღვევაა. საქართველოს რკინიგზას ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.