რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე კონტრაქტორებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაცია წინასწარ, ტენდერის გამოცხადებამდე გახდა ცნობილი. ინფრასტრუქტურის სამინისტრო, დაახლოებით 83 მილიონი ლარის ღირებულების 14 პროექტზე ტენდერს მაისის ბოლომდე, ეტაპობრივად გამოაცხადებს.