"ტოიოტა კავკასიამ" ახალი Land Cruiser Prado წარმოადგინა. საქართველოში სეგმენტის ბესტსელერი მოდელის ახალი ვერსიის პრეზენტაცია 7 ნოემბერს, შატო მუხრანის ტერიტორიაზე გაიმართა. "პრადო" მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მაღალი გამავლობის ავტომობილია, საქართველოში კი, უკვე წლებია, თავისი სეგმენტის ბესტსელერია. რა შეცვალეს იაპონელებმა განახლებულ "პრადოში"? ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ყველგანმავალი ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა, ტექნიკური თვალსაზრისით კი, განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა."არა მარტო საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, "ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო" თავის კლასში საუკეთესოა. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ახალ "პრადოსაც" კარგად მიიღებს და კიდევ უფრო მეტად შეიყვარებს,” - განაცხადა "ტოიოტა კავკასიის" პრეზიდენტმა მიტსურუ კონიშიმ.