ფრენსის ფორდ კოპოლა თვეების განმავლობაში მუშაობდა მისი ნათლია 3-ის ახალ ვერსიაზე, რომელსაც ამჯერად მარიო პიუზოს ნათლია, კოდა: მაიკლ კორლეონეს სიკვდილი ერქმევა. რეჟისორის თქმით, ეს ვერსია ფილმს "ახალ სიცოცხლეს" შთაბერავს. Paramount Pictures-მა სექტემბერში განაცხადა, რომ კოპოლა და კომპანია ექვსი თვე მუშაობდნენ, რათა კინოფირის ნეგატივის 300 ყუთის დეტალური ანალიზის შედეგად კადრების ნაკაწრები, ლაქები და სხვა ანომალიები გამოესწორებინათ, რომლებსაც მანამდე ტექნოლოგიური შეზღუდულობის გამო ვერაფერი მოუხერხეს. ახალი ვერსიის შექმნასთან ერთად ფილმი ასევე 4K ხარისხში განახლდა.