ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ სამშენებლო სფეროში არსებული ახალი მიდგომები და სამომავლო პერსპექტივები მიმოიხილა. ღონისძიებას ინფრასტრუქტურული და სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში დარგის სპეციალისტებთან ერთად, სექტორში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, ასევე მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.