"მერსედესმა" ახალ E-კლასს ფარდა ახადა: ახალი "E-კლასი" უფრო სპორტულად გამოიყურება და უფრო S-კლასურია.ეს გახლავთ W213, რომელსაც წინამორბედთან შედარებით, 65 მილიმეტრით გრძელი ბაზა აქვს (2939 მმ) და სიგრძეში 43 მილიმეტრით, 4,92 მეტრამდე გაიზარდა. ვიზუალური თვალსაზრისით, ახალი E-კლასი, რა თქმა უნდა, C-კლასსა და S-კლასს შორისაა და კომპლექტაციების მიხედვით, "მერსედესის" ვარსკვლავი ან კაპოტზე (საბაზო და Exclusive), ანაც რადიატორის ცხაურაზე (Avantgarde und AMG Line) აქვს. შტუტგარტელთა ახალი სედანის გაყიდვები აპრილიდან იწყება.მაღალი კლასის სედანის ინტერიერში ფაქტობრივად ტექნიკური რევოლუცია მოხდა: შვაბები ოფციურად გვთავაზობენ ციფრულ კოკპიტს ორი 12,3-დუიმიანი ეკრანით. Xl-ზომის ორმაგი ეკრანის დიზაინის კუთხით მძღოლს შეუძლია სამი ვარიანტიდან (Classic, Sport და Progressive) ერთ-ერთი აირჩიოს.