ახალი მედიკამენტების რეგისტრაციის ვადა შესაძლოა 30 დღემდე გაიზარდოს. დღესდღეობით, ახალი მედიკამენტების აღიარების პროცესს ერთი კვირა ესაჭიროება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ აპრლამენტი მედიკამენტების რეგულრიების შესახებ კანონპროექტს დაამტკიცებს, რეგისტრაციის ვადა 30 დღემდე გაიზრდება.
უფრო კონკრეტულად კი, საუბარია პრეოცესზე, როდესაც მედიკამენტის რეგისტრაციით დაინტერესებული კომპანიები, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარუდგინენ დოკუმენტაციას, რომელიც ადასტურებს რომ ესა თუ ის მედიკამენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნის რეგულირების სააგენტოს მიერ არის ლიცენზირებული, რის საფუძველზეც აღნიშნული მედიკამენტი ე.წ. "აღიარების რეჟიმის" ფარგლებში საქართველოშიც იღებს ლიცენზიას, ერთი კვირის ვადაში.
შედარებისთვის, საქართველოში, ახალი მედიკამენტების აღიარების ვადა მნიშვნელოვნად მცირეა ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ ვადებთან შედარებით. ახალი კანონპროექტის მიზანს კი, ევროპაში მოქმედ ვადებთან ჰარმონიზება წარმოადგენს.