ჩინეთში აცხადებენ, რომ ახალი კორონავირუსით 1716 ექიმი დაინფიცირდა, ხოლო ექვსი მათგანი დაიღუპა. ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.
ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ვიცე მინისტრის, ზენგ იქსინის თქმით, ექიმებს, რომელიც წინა ხაზზე მუშაობენ, რთულ პირობებში უწევთ ვირუსთან გამკლავება.
"წინა ხაზზე მყოფი ექიმების სამსახური არის ძალიან მძიმე, მათი სამუშაო და დასვენების პირობები შეზღუდულია, განიცდიან უდიდეს ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ხოლო ინფიცირების რისკი მაღალია", - აცხადებს ზენგი.
აღსანიშნავია, რომ დაინფიცირებული ექიმების 87% ჰუბეის პროვინციაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, პროვინციის საავადმყოფოებში დამცავი აღჭურვილობის დეფიციტია.