ახალი კორონავირუსის გამო აშშ-ის 29 შტატში სკოლები დაიხურა. აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსი 49 შტატშია გავრცელებული. ცენტრი იმ ღონისძიებების 8 კვირით გადადების რეკომენდაციას იძლევა, რომელშიც 50 ან მეტი ადამიანი მონაწილეობს.
გარდა ამისა, შეზღუდვები შეეხოთ ბარებსა და რესტორნებს, ზოგიერთ შტატში რესტორნებს მხოლოდ მიტანის სერვისით ფუნქციონირების ნება დართეს.