საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან 4 თვის შემდეგ საფინანსო ინტიტუტებმა მოქალაქეებისთვის სესხის აღების გამარტივების ახალ გზას მიაგნეს. კერძოდ, საფინანსო სექტორი ქმნის ახალ სპეციალურ ბაზას იმ დასაქმებული მოქალაქეების შესახებ, რომლებიც ხელფასს დღემდე „ხელზე იღებენ“.შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვრიდან საფინანსო სექტორისთვის ამოქმედდა რეგულაციები, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს შემოსავლის დადასტურების გარეშე, სესხის აღება აეკრძალათ. ასევე შეიცვალა სესხის კოეფიციენტები და მისი მოცულობის ლიმიტიც. აღსანიშნავია, რომ რეგულაციების ამოქმედებამ გარკვეული პრობლემები უკვე შეუქმნა ბიზნესს (ტექნიკის მაღაზიები, სამშენებლო სექტორი) და ასევე იმ მოქალაქეებს, რომელთაც შემოსავალი ოფიციალურად არ უფიქსირდებათ.