წაღვერში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი იმ ადგილზეა გაჩენილი, სადაც 2008 წელს რუსთ-საქართველოს ომის დროს ხანძარი იყო. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ცეცხლის ჩასაქრობად ვერტმფრენის გამოყენების საჭიროება არ არსებობს.წაღვერში ტყის მასივს ცეცხლი უკიდია. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა განუცხადა, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უკვე მუშაობენ. მობილიზებულია ასევე პოლიცია. მისივე თქმით, მეხანძრეებს ცეცხლის ლიკვიდაციაში ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება.