მდინარე ენგურში 40 წლამდე მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. მესტიის რაიონის სოფელ კალაში სამაშველო ბრიგადები და დაკარგულის ახლობლები არიან შეკრებილი. მესტიის გამგებლის, კახა ჟორჟოლიანის თქმით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკის მობილიზება ხდება, რათა მდინარეში ჩარჩენილი ავტომობილის ამოყვანა მოხდეს.შეგახსენებთ, რომ უშგულიდან მიმავალი ავტომობილი მდინარეში გუშინ გადავარდა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.