უზნაძის ქუჩაზე მამიდაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიასთან ფსიქოლოგები მუშაობენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბრალდებულის ადვოკატმა ოლგა გეჯაძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ახალაიასთან ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულების ფსიქოლოგები მუშაობენ. რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ადვოკატის თქმით, მისი პასუხი ჯერჯერობით გამოძიებას არ მიუღია.