ახალი გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით მიიღო - Palitra News

ახალი გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით მიიღო

2020-10-15 13:44:40+04:00

უმაღლესი სასწავლებლებისთვის სწავლის რეალურ სივრცეში 19 ოქტომბერს განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ძალაში რჩება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება და მისი მართვა გულისხმობს საბაზისო მოთხოვნების დაკმაყოფილებას. შესაბამისად, განათლების მიღების მოთხოვნა არ შეიზღუდება, თუმცა სასწავლებლებში იქნება ყველა ის რეგულაცია დაცული, რომლის საჭიროებაც დგას.