პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციის 94-ე მუხლთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება. აღნიშნული მუხლი გარდა აქციზისა, გადასახადების გაზრდასა და ახალი გადასახადის შემოღებაზე რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს. როგორც კობახიძემ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ამ მუხლთან დაკავშირებულ კონფერენციაზე განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ფართო მსჯელობა იყო.