ზაფხულს ყოველთვის თან ახლავს შემაწუხებელი კოღოები, რომლებიც ძილს გვიფრთხობენ. კოღოებთან გასამკლავებლად ადამიანები უამრავ ხერხს მიმართვენ, როგორიცაა დამცავი მაზები, სპეციალური სპრეი ან კოღოს საწინააღმდეგო აპარატის ტაბლეტები, თუმცა არცერთი მათგანი არ არის ეფექტური და ამავდროულად ზიანს აყენებს კანს. ზოგიერთი პრეპარატი ალერგიასაც კი იწვევს და უკუჩვენებები აქვს. შემაწუხებელი მწერებისგან თავის დასაცავდ, შეიმუშავეს სპეციალური სამაჯური, რომელიც კოღოებს განდევნის და გიცავთ ნაკბენისგან. როგორც ამბობენ, ეს არის ახალი ეფექტური საშუალება ზაფხულში კოღოებისგან თავის დასაცავად. ხელსაწყო სახელად Bandito აფრქვევს არამომწავლელ სპეციფიკურ სუნს და გამოსცემს ბგერით ხმას, რომელიც აფრთხობს მწერებს და უხილავი ფარის ფუნქციას ასრულებს.
იდეის ავტორების თქმით, მისი ტარება მთელი დღის განმავლობაში შეიძლება. ის გამოსცემს ისეთ ხმას, რომელიც ადამიანებს არ ესმით, თუმცა აფრთხობს მწერებს და კოღოებს. ხმა კოღოებს აღიზიანებს და მათ განდევნის. Bandito-ს შემქმნელების თქმით, მოწყობილობა არ იწვევს ალერგიას და ეფექტურად გიცავთ კოღოებისგან. მისი გამოყენება ძალიან მარტივია, საკმარისია ის მაჯაზე გაიკეთოთ, ღილაკს თითი დააჭიროთ და სამაჯური ამუშავდება. მისი გამოყენება შეგიძლიათ ისევე როგორც სახლში და ქუჩაში სეირნობისას ასევე ბუნებაში ლაშქრობის ან პიკნიკის დროს.