მონიტორინგის ცენტრი მედიატორი და სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოს წევრები ე.წ. მილიონერთა სიაში მყოფ დეპუტატებზე ახალ დოკუმენტს ასაჯაროვებეენ. ამჯერად "მედიატორმა" 7 დეპუტატისა და ერთი მინისტრის ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა. კვლევის შუალედური შედეგების მიხედვით, ბიზნესსაქმიანობებში დარღვევები ფიქსირდება. მონიტორინგის ცენტრ მედიატორისა და სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოს ინფორმაციით, 2012 წლის შემდეგ 8 თანამდებობის პირთან დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფოსთან გაფორმებული აქვთ დაახლოებით 131 მილიონი ლარის ღირებულების 4 949 ხელშეკრულება.