"პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" ციანიდის საქმეში არსებულ ახალ დეტალებზე ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, უმძიმს ამ საკითხზე საუბარი. პროკურატურამ მისი დაბარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დაიკითხა რამდენიმე მოწმე. ჭკადუამ თავი შეიკავა დეტალებისგან, რადგან გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დადებული. მან არ დაადასტურა და არც უარყო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირაკლი მამალაძემ ფარული ჩანაწერების გაკეთების შემდეგ მისი რჩევით მიმართა პროკურატურას. ირმა ჭკადუამ მხოლოდ ის განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში მხოლოდ ის და ირაკლი მამალაძე არ ფიგურირებენ, არამედ ბევრად მეტი მოწმე.
იხილეთ:
მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს - პროკურატურის საგანგებო ბრიფინგი