ახალი დეტალები ვაკეში მომხდარ შემთხვევაზე: "ქონდათ ხოლმე ჩვეულებრივი კონფლიქტები, ამ დონეზე თუ მივიდოდნენ, არ ვიცი" - Palitra News

ახალი დეტალები ვაკეში მომხდარ შემთხვევაზე: "ქონდათ ხოლმე ჩვეულებრივი კონფლიქტები, ამ დონეზე თუ მივიდოდნენ, არ ვიცი"

2017-09-06 15:21:30+04:00

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც პალიტრანიუსს თვითმხილველებმა განუცხადეს, მამაკაცი, რომელმაც ახალგაზრდა ქალი დაჭრა, სავარაუდოდ, “პიქსელ ცენტრის” დაცვის თანამშრომელია. ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომლის თქმით, შემთხვევა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ქალი ეჭვმიტანილის მეუღლეა. სავარაუდოდ, ე.წ. პიქსელის შენობაში მუშაობს თავად დაჭრილი ახალგაზრდა ქალიც. ინციდენტი ვაკეში ცოტა ხნის წინ მოხდა. ამ დროისთვის ცოლ-ქმარი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ქალბატონს ოპერაცია უტარდება, მამაკაცს კი გამოკვლევები.

იხილეთ: "უცებ ამოიღო დანა, დაარტყა ბეჭებში, 2-ჯერ" - რა დაინახა თვითმხილველმა, რომელიც ვაკეში მომხდარ დანაშაულს შეესწრო