მამაკაცმა, რომელმაც წინანდალში, ეჭვიანობის ნიადაგზე ყოფილი მეუღლე მოკლა, თვითმკვლელობა სცადა. ამ ეტაპზე, 1984 წელს დაბადებული ავთო ბეჟუაშვილი თელავის საავადმყოფოში, ბადრაგების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულს ცოტა ხნის წინ შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს და მას ყოფილ მეუღლესთან მიკარება ეკრძალებოდა, თუმცა ის ბრძანებას არ დაემორჩილა. გარდა ამისა, ის დაკავებული იყო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით და სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
წინანდალში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე სანადირო თოფით მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, 29 წლის ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყოფილმა ქმარმა თავის არეში მიაყენა. დაჭრილი თელავის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.