04:12
19 სექტემბერი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
საღამოს NEWSROOM
ახალი დეტალები მტირალას პარკთან მომხდარი ტრაგედიის შესახებ - რას ამბობს ერთ-ერთი გარდაცვლილი მოზარდის სკოლის დირექტორი
25-12-2019

მტირალას ეროვნულ პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავარიის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ჩაქვის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ტარიელ ქათამაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სკოლის ერთ-ერთ მოსწალეს მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა გაკვეთილების შემდეგ მანქანით მოაკითხა, რის შემდეგაც ისინი ავტომობილით ერთ-ერთ ხეობაში წავიდნენ.

„მე-6 გაკვეთილის შემდეგ, სამს წუთები აკლდა, ჩემი სკოლის ერთ-ერთ მოსწავლის მეგობარს თავისი ბიძის მანქანით მოუკითხია. შემდგომ ისინი ერთ-ერთ ხეობაში, ჩაქვის თავში წასულან და ხრამში მაღალი სიჩქარის გამო, დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლიდან, გადავარდნილან. მანქანა ამობრუნებული დავარდნილა და სულყველა ადგილზევე დაღუპულან“,-განაცხადა ტარიელ ქათამაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ხუთივე დაღუპული თანატოლები, მე-11 კლასელები იყვნენ. როგორც დგინდება, ორი მათგანი ჩაქვის N1 საჯარო სკოლაში სწავლობდა, ერთი კი - ჩაქვის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე იყო. 2 მოსწავლის იდენტიფიცირება კი ჯერჯერობით არ მომხდარა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები