ახალი დეტალები მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე: ფინანსთა მინისტრის პოსტს, სავარაუდოდ, ახალი სახე დაიკავებს, რომელიც აშშ-ში საქმიანობს - Palitra News

ახალი დეტალები მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე: ფინანსთა მინისტრის პოსტს, სავარაუდოდ, ახალი სახე დაიკავებს, რომელიც აშშ-ში საქმიანობს

2018-06-22 15:20:10+04:00

მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების საკითხზე გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, მამუკა ბახტაძის კაბინეტში ფინანსთა მინისტრის პოსტს, სავარაუდოდ, ქართული პოლიტიკისთვის სრულიად ახალი სახე ჩაიბარებს. არაოფიციალურად ცნობილი ხდება რომ , ფინანსთა მინისტრის პოსტზე შერჩეული პირი წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებში საქმიანობს და საქართველოში სწორედ აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად ბრუნდება. აშშ-ში მცხოვრები პირის ვინაობას, რომელსაც ბახტაძე საკუთარ კაბინეტში ფინანსთა მინისტრობას სთავაზობს, მმართველ გუნდში ამ ეტაპზე არ ასაჯაროებენ.როგორც ცნობილია, მამუკა ბახტაძე საკუთარი გუნდის პარლამენტისთვის წარდგენას 2-3 კვირის ვადაში აპირებს.