ახალი დეტალები მილანში გარდაცვლილი 27 წლის ქართველი ქალის საქმეზე - ვინ არის დაკავებული, რომელმაც იზა ქავთარაძეს სავარაუდოდ, ჰეროინის სასიკვდილო დოზა მიჰყიდა? - Palitra News

ახალი დეტალები მილანში გარდაცვლილი 27 წლის ქართველი ქალის საქმეზე - ვინ არის დაკავებული, რომელმაც იზა ქავთარაძეს სავარაუდოდ, ჰეროინის სასიკვდილო დოზა მიჰყიდა?

2019-06-29 13:13:19+04:00

ორი თვის წინ, მილანში გარდაცვლილი 27 წლის ქართველი სოპრანოს გოგონას, იზა ქავთარაძის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. იტალიური მედიის ცნობით, საქმეზე დაკავებულია აფრიკელი მამაკაცი, სახელად მოჰამედი, რომელმაც ქართველ გოგონას სავარაუდოდ, ჰეროინის სასიკვდილო დოზა მიჰყიდა. მედიის ინფორმაციით, 37 წლის მოჰამედ კაგბო წარმოშობით სიერა ლეონედანაა. პოლიციამ ის რამდენიმეთვიანი გამოძიების შემდეგ დააკავა და იზა ქავთარაძის გარდაცვალებაში დამნაშავედ ცნო.