ახალი დეტალები ხდება ცნობილი, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, გოგი ხატოევის მკვლელობის საქმეზე - Palitra News

ახალი დეტალები ხდება ცნობილი, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, გოგი ხატოევის მკვლელობის საქმეზე

2018-03-12 15:23:20+04:00

ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, მკვლელი და მოკლული ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ და მათ შორის გარკვეული დაპირისპირება 2007 წლიდან არსებობდა. კერძოდ, როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, მოკლული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, გოგი ხატოევი 2007 წელს მკვლელობაში ბრალდებულის, ვ.წ-ს ოჯახში შეიჭრა და დააყაჩაღა. ყაჩაღობის გამო ვ.წ.-ს დედამ მძიმე ავადმყოფობა გადაიტანა.

იხილეთ: ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის გოგი ხატოევის მკვლელობის ფაქტი გახსნილია