ახალი დეტალები ბათუმში დაჭრილი ახალგზარდა მამაკაცის შესახებ - როგორია მისი მდგომარეობა - Palitra News

ახალი დეტალები ბათუმში დაჭრილი ახალგზარდა მამაკაცის შესახებ - როგორია მისი მდგომარეობა

2017-08-02 15:11:56+04:00

ბათუმში, გვიან ღამით, კლუბ „სექტორ 26"-ში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა. როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შემთხვევის ადგილიდან დაჭრილი სასწრაფო-დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.