15:06
20 მაისი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ახალი დეტალები 9 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაზე: იაგო ნებიერიძის ტელეფონში სრულად აღდგენილია ჩანაწერი, სადაც ასახულია გარდაცვლილი, ქმედება და საუბარი
16-05-2019

გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, ექსპერტიზით მოკლული გოგონას მიმართ ბრალდებულის მხრიდან სექსუალური ხასიათის ქმედება დასტურდება.

როგორც ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა განუცხადა, აღდგენილია იაგო ნებიერიძის მიერ გადაღებული და მობილური ტელეფონიდან წაშლილი ჩანაწერილი, რომელიც არასრულწლოვანთან ნებიერიძის მხრიდან სექსუალური ხასიათის ქმედებას ადასტურებს.

გუგუტიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ ქმედებას ბრალდებული ნებიერიძე საკუთარი ტელეფონით იღებდა, თუმცა, დაკავებამდე ფოტო და ვიდეოჩანაწერი წაშალა. პროკურორის თქმითვე, ექსპერტიზის ფარგლებში ჩანაწერის სრულად აღდგენა მოხდა.

"სასამართლომ გამოიკვლია არამხოლოდ ვიდეომასალა, არამედ ფოტომასალაც, ექპერტიზის დასკვნები, ნივთიერი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება აღნიშნულ ბრალში იაგო ნებიერიძის დამნაშავეობა. ეს მასალა ექსპერტიზის შედეგად, იაგო ნებიერიძის მობილური ტელეფონიდან არის აღდგენილი. ჩანაწერში დაფიქსირებულია გარდაცვლილი ნანიკო ბერიაშვილი, ქმედება, რომელსაც იაგო ნებიერიძე მასთან მიმართებაში ახორციელებს და საუბარი. ეს არის იაგო ნებიერიძის მიერ გადაღებული ჩანაწერი. ის ამის გადაღებას მობილური ტელეფონიდან ახდენდა, მაგრამ დაკავებამდე წაშალა. აღნიშნული ჩანაწერი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ექსპერტიზის ფარგლებში აღდგა, გადაღების საათის და რიცხვის მიხედვით.

ექსპერტიზის მიხედვით, ხმა, რომელიც ვიდეოში ისმის, ნამდვილად იაგო ნებიერიძისაა", - განაცხადა გუგუტიშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ იაგო ნებიერიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.

"შემდეგ პროცესზე წარმოვადგენთ დასკვნით სიტყვას და სასამართლოს წინაშე მოვითხოვთ იაგო ნებიერიძის დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან ამის საფუძველს გვაძლევს საქმეში არსებული მტკიცებულებები", - განაცხადა პროკურორმა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 21 მაისს, 10:30 საათზე დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს

სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას.

ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

AutoPlay
"ნაციონალური მოძრაობა" დაშლილია" - "ქართულ ოცნებაში" მე-2 ტურთან დაკავშირებით სანდრა რულოვსის განცხადებას აფასებენ
გამოქვეყნდა 51 წუთის წინ
"არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა" - მმართველი გუნდი წარმატებულ არჩევნებზე საუბრობს
გამოქვეყნდა 55 წუთის წინ
"როგორც წინაზე დავალაგეთ... ვაკეთებთ პრასტოი წაგებას"- სუს-ის ფარულ ჩანაწერში ჩანს, როგორ გეგმავენ ჩაწყობილ მატჩებს და იღებენ ფულს დაკავებული ფეხბურთელები
გამოქვეყნდა 58 წუთის წინ
სუს-მა გარიგებული მატჩების გამო, "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები დააკავა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციის ცერემონიალი გაიმართა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ხატია დეკანოიძე - ხელისუფლების შეცვლა ითვალისწინებს კომუნიკაციას ამომრჩეველთან, მათ შორის საპროტესტო აქციებს - სანდრამ სწორედ ეს თქვა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები