კომპანია Apple თებერვალში ახალ, დაბალფასიან სმარტფონს წარმოადგენს. ამის შესახებ სააგენტო ბლუმბერგს საკუთარმა წყარომ განუცხადა, რომელიც ამავე კომპანიის წარმომადგენელია.
წყაროს ცნობით, სიახლე გაყიდვაში არაუგვიანეს მარტის დასაწყისში გამოჩნდება და iPhone SE-ს შემდეგ კომპანიისთვის ეს პირველი დაბალფასიანი სმარტფონი იქნება.
ახალი სმარტფონი გარეგნულად 2017 წლის iPhone 8-ს იერს მოირგებს. როგორც ცნობილია, თავად iPhone 8-ჯერ კიდევ გაყიდვაშია და მისი ფასი 449 დოლარია, ეს მაშინ, როცა 2016 წელს წარმოდგენილი iPhone SE-ს ფასი 399 დოლარი იყო.
აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით, კომპანიაში ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.