ინდოეთის ბაზარზე ეფლის ოფიციალური წარმომადგენელი "უნისთორი" უკვე საქართველოშია. კომპანიამ თბილისში პირველი ფილიალი გახსნა. მაღაზიაში ეფლის ტელეფონების, მაკბუკების, ყურსასმენებისა და სხვა აქსესუარების გვერდით სხვადასხვა წამყვანი ბრენდის პროდუქციაა წარმოდგენილი. კომპანიამ ქართულ ბაზარზე შემოსვლისათვის საწყის ეტაპზე ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. უნისთორი ექსკლუზიურად თანამშრომლობს მობაილ აუთფიტერთან. ამერიკული კომპანიის მიერ შემუშავებული უნიკალური ტექნოლოგია ტელეფონს ნებისმიერი სახის დაზიანებისგან იცავს.