თბილისისთვის ახალი ავტობუსების შეძენა კვლავ გადავადდა. სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია - „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიცირდა. თბილისის მერიის ტენდერი რომლითაც 100 ახლი ევრო სტანდარტების ავტობუსების შეძენას 45 მილიონ ლარად გეგმავდა, ერთხელ უკვე ჩავარდა. თბილისში ახალი ავტობუსების შემოყვანაზე, ამჯერად მერია ახალ ტენდერს გამოაცხადებს. საკითხი უკვე გახდა ოპოზიციის განხილვისა და კრიტიკის ობიექტი