უძველესი დროიდან თაფლი სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებოდა. მანჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ სამკურნალო თაფლს გააჩნია მძლავრი სოკოს საწინააღმდეგო აქტივობა. მეცნიერებმა თაფლი დაასინთეზეს, რომელიც გამოყოფს ჟანგბადის შემცველ აქტიურ ქიმიურ მოლეკულას. სპეციალისტებმა შეაფასეს თაფლის მოქმედება ზოგიერთი სახეობის სოკოზე, რომლებიც მცენარეებსა და ნიადაგში სახლობს. აღმოჩნდა, რომ თაფლის დაბალი კონცენტრაციაც კი სოკოს უჯრედის გარსს შლიდა.ჭრილობის დიდი ხნის განმავლობაში შეუხორცებლობა დაკავშირებულია ზედაპირის სოკოთი დასნებოვნებასთან, რაც ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების გამოყენების შედეგად შეიძლება განვითარდეს. მიკროორგანიზმების თხელი ბიოაპკი შეხორცების პროცესს უშლის ხელს. სამკურნალო თაფლს შეუძლია ბიოაპკის დაშლა და გამოჯანმრთელების დაჩქარება. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ თაფლი სოკოს საწინააღმდეგო ზოგიერთ პრეპარატზე უკეთ მუშაობს.