27 აპრილიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. როგორც გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, ეპიდრისკების გათვალისწინებით ექსპერტები მხარს უჭერენ იმის აუცილებლობას, რომ ქვეყანაში „სინოფარმის“ გამოყენება დროულად დაიწყოს.
დეტალურ რეკომენდაციებზე მუშაობა კი მომდევნო კვირაში დასრულდება.
ამასთან, მინისტრის მოადგილე განმარტავს, რატომ იწყება „სინოფარმით“ ვაქცინაციაზე რეგისტრაცია მაშინ, როდესაც ამ ვაქცინას ჯერ ავტორიზაცია არ მიუღია. გაბუნიას თქმით, ავტორიზაცია აპრილის ბოლოსაა დაგეგმილი, ვაქცინაციის ადმინისტრირება კი მაისის დასაწყისში მოხდება.