ახალი 2019 წელი კირიტიმატისა და ტონგას კუნძულებზე უკვე დადგა, კირიტიმატის კუნძული შობის კუნძულების შემადგენლობაში შედის, რომელიც კირიბატის რესპუბლიკას ეკუთვნის. ერთ საათში, თბილისის დროით 15:00 საათზე ახალ 2019 წელს ახალ ზელანდიაში აღნიშნავენ. ყველაზე ბოლოს ახალ წელს აშშ-ის მიმდებარე მცირე კუნძულებზე შეხვდებიან. აღსანიშნავია, რომ როდესაც სამოას კუნძულზე და ამერიკულ სამოაზე ახალი წელი დადგება, კირიტიმატის კუნძულზე უკვე 2019 წლის 2 იანვარი იქნება.