ახალგორის შესასვლელში მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტი გაიხსნა - Palitra News

ახალგორის შესასვლელში მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტი გაიხსნა

2020-01-24 14:22:54+04:00

140-დღიანი იზოლაციის შემდეგ, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებთა ნაწილს დაბის დატოვების და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება მიეცა.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, 5 სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილი ე.წ. გამშვები პუნქტი პირველი საათისთვის გაიხსნა და ახალგორში მცხოვრებმა ათმა მოქალაქემ უკვე დატოვა ოკუპირებული დაბა, ყველა მათგანი პენსიონერია.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მათ 10- დღიანი ვადა მისცეს, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აიღონ კუთვნილი პენსია, ისარგებლონ სამედიცინო სერვისებით და შემდგომ, 10 დღის ვადაში კვლავ მიეცემათ ახალგორში საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა.