იუსტიციის სახლთან, "ახალგაზრდა მწვანეების" ორგანიზებით, "ბათუმი რივიერას" მშენებლობის საწინააღმდეგოდ და ბათუმელი აქტივისტების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა.
აქციის წევრები "რივიერას" მშენებლობის ნებართვის გაუქმებას და აღნიშნული სივრცის მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ. აქციის წევრებმა იუსტიციის სახლთან მდებარე ხიდზე ბანერი წარწერით "არა ბეტონყმობას" გადმოკიდეს.
"ახალგაზრდა მწვანეებთან" ერთად დღევანდელ აქციას „ანას ბაღის” მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა და "ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი შეუერთდნენ.