შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მუხიანში მამაკაცი მოკლეს. მას ჭრილობები ქვედა კიდურებზე ცეცხლსასროლი იარღით ჰქონდა მიყენებული. ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, სამართადამცველებმა მკვლელობის ბრალდებით, „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე, გარდაცვლილის ნათესავი დააკავეს. პოლიციამ ნითმტკიცების სახით დანაშაულის ჩადენის იარაღი და ტყვიის 2 მასრა ამოიღო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
იხილეთ: