ახალგაზრდა მამაკაცი "სარაჯიშვილზე" მეტროს ლიანდაგში ჩავარდა და მატარებელი დაეჯახა - Palitra News

ახალგაზრდა მამაკაცი "სარაჯიშვილზე" მეტროს ლიანდაგში ჩავარდა და მატარებელი დაეჯახა

2019-05-03 10:55:45+04:00

მეტროსადგურ "სარაჯიშვილზე" მგზავრს მატარებელი დაეჯახა. როგორც პალიტრანიუსს თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს, მგზავრი მეტროს ლიანდაგზე იმ დროს ჩავარდა, როდესაც მატარებელი სადგურზე შემოდიოდა, რის გამოც მატარებლის დროულად გაჩერება ვერ მოხერხდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიცია.

მომხდარის გამო მეტროს პირველ ხაზზე ზონალური მოძრაობა ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მატარებელი ვარკეთილიდან დიდუბემდე მოძრაობს.

იხილეთ: "განგებ ჩახტა, იღიმოდა და რაღაც წინადადებებს ამბობდა" - რა დეტალებს ჰყვებიან თვითმხილველები, რომლებიც "სარაჯიშვილზე" ტრაგიკულ ფატქს შეესწრნენ