ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ყოფილმა მეუღლემ ყელის არეში დაზიანებები მიაყენა, "თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან" ბინაზე უკვე გაწერეს. როგორც პალიტრანიუსს "თბილისის ზღვის ჰოსპიტალის" კლინიკურმა დირექტორმა კახი კარიაულმა განუცხადა, ახალგაზრდა ქალს ჭრილობები კისრის არეში აღენიშნებოდა, ექიმის განმარტებით, პაციენტს ყველა შესაბამისი დახმარება დროულად გაეწია და ვინაიდან ჭრილობა სიცოცხლისთვის საშიში არ იყო ბინაზე გუშინვე გაეწერა.