ახალგაზრდა ქალი ჯილეხით გარდაიცვალა - Palitra News

ახალგაზრდა ქალი ჯილეხით გარდაიცვალა

2017-11-08 20:02:14+04:00

ახალგაზრდა ქალი ფოთში ჯილეხით გარდაიცვალა. 28 წლის პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას რამდენიმე დღის წინ მიმართა, მას თავის ძლიერი ტკივილი, ღებინება, ყელის შეშუპება და მონაცისფრო ნადებები აღენიშნებოდა. ადგილზე მას სამედიცინო დახმარება გაეწია, რის შემდეგაც ის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ციმბირის წყლულის დიაგნოზი მას შესაბამისი ლაბორატორიული კვლევებით დაუდასტურდა. ფოთში წელს ჯილეხის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.