საბჭოს საქმიანობის მიზანი ქვეყანაში ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესება და ბიზნესის პრობლემატური საკითხების მთავრობისთვის მიწოდება იქნება. საბჭო საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებს, ახალგაზრდა მეწარმეებს, ანალიტიკოსებს და მთავრობის წარმომადგენლებს აერთიანებს. საბჭოს სხდომები თვეში ერთხელ გაიმართება.