სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებსა და საჭიროებებზე ახალგაზრდა ფერმერებმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ისაუბრეს. მინისტრმა სოფლის მეურნეობის განვითარებაში ასოციაციების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და ფერმერთა ასოციაციას აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა მან ფერმერებს ასევე დარგის განვითარების ხელშემწყობი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.