"ახალგაზრდა ადვოკატები" ეროვნულ ბანკს "მიკროკრედიტის" საქმიანობით დაინტერესებას ურჩევენ - Palitra News

"ახალგაზრდა ადვოკატები" ეროვნულ ბანკს "მიკროკრედიტის" საქმიანობით დაინტერესებას ურჩევენ

2018-05-03 12:49:54+04:00

"ახალგაზრდა ადვოკატები“ ეროვნულ ბანკს სააქციო საზოგადოება მიკროკრედიტის საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. ორგანიზაციის იურისტის არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მიკროკრედიტი არ ასრულებს ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ნაკისრ ვალდებულებებს და მომხმარებლები ვერც ძირითადი თანხის და ვერ სარგებლის აღებას ვერ ახერხებენ.მიკროკრედიტის დირექტორის განცხადებით კომპანიაში ამ ეტაპზე რეაბილიტაციის პროცესია. მიკროკრედიტს შეწყვეტილი აქვს თამასუქების მიღება და თანხების გასესხება. გიორგი კალანდარიშვილი ამბობს რომ მიკროკრედიტს მომხმარებლებისგან რამდენიმე მილიონი ლარი აქვს აღებული, თუმცა მათი დაკმაყოფილება გრაფიკის მიხედვით მოხდება.