ახალი კვლევის თანახმად, ახალგამოწურული ხილის წვენები შესაძლოა სასიკვდილოდ მავნე იყოს. ლინდსი კოლინის ხელმძღვანელობით შექმნილმა სამეცნიერო ჯგუფმა 13 440 ადამიანის მონაცემები გააანალიზა. კვლევის თემა იყო ადამიანის ორგანიზმზე შაქრის შემცველი გაზიანი გამაგრილებელი სასმელებისა და ახალგამოწურული ხილის წვენების გამოყენების გავლენა. მეცნიერები საგანგაშო დასკვნამდე მივიდნენ: ხილის წვენები ორგანიზმისთვის შესაძლოა გაზიან სასმელებზე უფრო მეტად საზიანო იყოს. მათი თქმით, დღის განმავლობაში 350 მლ გამოწურული წვენი ნაადრევი სიკვდილის რისკს 24%-ით ზრდის. ამავე რაოდენობით გაზიანი სასმელი ნაადრევი სიკვდილის რისკს მხოლოდ 11%-ით ზრდის.
აღსანიშნავია,რომ ხილის წვენში იმდენივე შაქარი და კალორიაა, რაც ტკბილ უალკოჰოლო სასმელში, თუმცა წვენში არსებული შაქარი ბუნებრივი წარმოშობისაა, განსხვავებით გაზიანი სასმელებისგან.