ახალ ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში მდებარე ორ მეჩეთში სროლა მოხდა - Palitra News

ახალ ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში მდებარე ორ მეჩეთში სროლა მოხდა

2019-03-15 09:11:13+04:00

ახალ ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში მდებარე ორ მეჩეთში სროლა მოხდა. შედეგად არიან დაღუპულები. თუმცა, ჯერ უცნობია მსხვერპლთა რიცხვი. როგორც ადგილობრივი პოლიცია იტყობინება, ერთი ადამიანი დაკავებულია, თუმცა, რა კავშრი აქვს მას თავდასხმასთან უცნობია. როგორც თვითმხლველები აცხადებენ, თავდამსხმელები გაიქცნენ. მომხდარის გამო ქალაქში ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა, პოლიცია მოსახლეობას მეჩეთებში წასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, მაინ თავდაპირველად გაიგონა სროლის ხმა, შემდეგ კი დაინახა როგორ გამორბოდა მეჩეთიდან ხალხი. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი იყო თავდამსხმელი.