"თეთრ კუნძულზე", ახალ ზელანდიაში, ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. როიტერსის ცნობით, ვულკანის ამოფრქვევა ადგილობრივი დროით 2:30 საათზე დაიწყო.
"რამდენიმე ადამიანი დაშავებულია და ახლა აქცენტი მათ უკან დაბრუნებასა და ჰოსპიტალიზაციაზე კეთდება", - განაცხადა რეგიონის მერმა ჯუდი თერნერმა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ვულკანის შედეგად ძლიერი კვამლი წარმოიქმნა და ახლომდებარე ტერიტორია, სავარაუდოდ, ვულკანურმა ფერფლმა დააზიანა. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.
ონლაინ საინფორმაციო ჯგუფის, Stuff-ის ინფორმაციით, "თეთრ კუნძულზე" 20-მდე ადამიანი იმყოფება.