კალიფორნიის შტატში, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის ევაკუაციას აგრძელებს. ამ ეტაპზე დაახლოებით 200 ათასი ადამიანის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანაა გეგმაში, რომლებიც კალიფორნიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე კაშხალთან ახლოს ცხოვრობენ. აშშ-ის ყველაზე მაღალი კაშხალი უკვრე რამდენიმე დღეა ავარიულ მდგომარეობაშია. მისი ნაწილი უკვე გადმოინგრა, რამაც მიმდებარე ტერიტორიაზე წყალდიდობა გამოიწვია. შესაბამისი სამსახურები არსებული მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობენ, მაგრამ ამ დროისთვის ვერ ახერხებენ. სპეციალისტების თქმით კაშხალი ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადმოინგრეს, რაც რეგიონს დიდ ზარალს მიაყენებს. ბოლო 2 დღის განმავლობაში კატასტროფის ზონიდან 190 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა.