ახალ ზელანდიაში აკრძალავენ ყველა ტიპის ნახვერადავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს. იარაღის კონტროლის შესახებ კანონის გამკაცრება ქვეყანაში მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც გასულ კვირას ქალაქ კრაისტჩერჩში ტერაქტს 50 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრმა ჯასინდა არდერნმა განაცხადა, ახალი კანონმდებლობა მზად 11 აპრილისთვის უნდა იყოს. "ჩვენი ისტორია შეიცვლება სამუდამოდ, ჩვენი კანონებიც", - განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, თავდასხმა მეჩეთებზე ავსტრალიელმა მამაკაცმა სწორედ ცეცხლსასროლი იარაღით განახორციელა.