ახალ ზელანდიაში გასულ კვირას მეჩეთებზე განხორციელებულ თავდასხმებში ბრალებული ავსტრალიელი მამაკაცი წარსულში არაერთხელ არის ნამყოფი თურქეთში. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება. ქვეყნის საგამოძიებო ორგანო ამჟამად იძიებს ბრალდებულის კონტაქტებს და გადაადგილების ისტორიას ქვეყანაში. როგორც ცნობილია, იგი 2016 წლის 17-20 მარტს და 13-25 სექტემბერს იმყოფებოდა. ამასთან, ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრი ჯასინდა არდერნი აცხადებს, რომ ბრალდებული მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც მოგზაურობდა, თუმცა, დიდი ხნით არსად გაჩერებულა. მათ შორის იგი იმყოფებოდა უნგრეთში, რუმინეთში, ბულგარეთსა და ბალკანეთის ქვეყნებში, სადაც მან ავტომობილიც კი დაიქირავა. აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროც აწარმოებს.