22:55
23 სექტემბერი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ახალ ზელანდიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 12 დღით გახანგრძლივდა
14-08-2020

ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში კორონავირუსის გამო დაწესებული მე-3 დონისა და ქვეყნის დანარჩენ ნაწილში დაწესებული მე-2 დონის შეზღუდვები 12 დღით გახანგრძლივდება, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდენმა განაცხადა. „დღეს მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწვეტილება, რომ ქვეყანაში არსებული შეზღუდვები კიდევ 12 დღით გავახანგრძლივოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მე-3 დონე ოკლენდში და მე-2 დონე - ქვეყნის დანარჩენ ნაწილში 26 აგვისტოს ჩათვლით შენარჩუნდება,“- აღნიშნა ჯასინდა არდენმა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა რაც ახალ ზელანდიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის შიდა გადაცემის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ სამშაბათს ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები ბოლო 102 დღის განმავლობაში პირველად გამოვლინდა. ახალ ზელანდიაში სამშაბათიდან დღემდე კოვიდ 19-ის 30 შემთხვევაა დადასტურებული.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები